დავა (ნინო დვაძე) არის ექსპერიმენტული მუსიკოსი და მულტიმედია არტისტი თბილისიდან.
მისი სადებიუტო ალბომი Agora სიღრმისეული მუსიკალური თავგადასავალია, რომელიც იკვლევს პოსტსაბჭოთა ქალაქს და მის კულტურას. ალბომის სათაური Agora აღნიშნავს ადგილს, სადაც ქალაქი თავს უყრის თავისსავე აუდიო კომპლექსურობას, ინარჩუნებს თავის კოლექტიურ მეხსიერებას და აღბეჭდავს სოციალურ რუტინას. დამუშავებული საველე ჩანაწერების და საკუთარი ვოკალის საშუალებით DAVA ქმნის ხმოვან ლანდშაფტს, რომელიც ასახავს ქალაქის მრავალფეროვან აუდიო ტექსტურებს. ქართული არქაული ტემპერამენტი, საგუნდო ჰარმონია, ბნელი ინდუსტრიული ბითი და ლირიკა, ყველაფერი ერთად, ქმნის ჟღერადობის ჩახლართულ ტექსტილს. ბავშვობაში კლასიკური მუსიკისა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საგუნდო სიმღერით შთაგონებული DAVA აერთიანებს ავანგარდულ ელექტრონულ ჟღერადობებს, საგუნდო სიმღერას და ვოკალს.
ალბომი ასახავს ქალურ ნარატივსაც პოსტსაბჭოთა კულტურებში, რომელშიც მუსიკოსი ერთდროულად საუბრობს საჯაროსა და ინტიმურზე, ტრადიციულსა და უტუპიურზე, სოციალურსა და ჩაკეტილზე. ალბომი ეხმიანება ბრაზისა და სასოწარკვეთის განცდას ახალი რეალობის მიმართ, რომელიც იმეორებს მათ გამოცდილებას, ვინც საბჭოთა საზოგადოებაში იზოლოციაში მოექცა და ვერ რეალიზდა.
Drawing inspiration from her classical music training and choral singing in an Orthodox church in the Georgian countryside, DAVA combines avant-garde electronic soundscapes with the influence of choral singing, synthetic vocals, and spoken word. Dava (Nino Davadze) is Experimental musician and multimedia artist from Tbilisi, Georgia.
Her debut album Agora is an immersive listening experience that explores the complexities of the post-Soviet city and its culture. The album's title, Agora, refers to the place where a city ties up all of its complexity, preserves its collective memory, and imprints a social routine. Through processed field recordings and her own vocals, DAVA creates a sonic landscape that exposes the city's diverse audio textures. Georgian archaic temper, choral harmonics, dark industrial beats, and spoken word all come together to form an intricate tapestry of sound.
The album brings up the feminine narrative in post-Soviet cultures, with DAVA creating bridges between the public and intimate, traditional and utopian, social and vulnerable. The album echoes a sense of anger and desperation for a new reality, one that reflects the experiences of those who have been underestimated in post-soviet society.
გარეკანი_ნინო გავაშელი: სეზონური, დროებითი არქაული დასახლებების სქემა საქართველოში/აფხაზეთში, წრიული გზაჯვარედინით, როგორც მთავარი წერტილი, სადაც ქალაქი ქმნის თავის რიტმს, დინამიკას და ურთიერთობებს. ყდაზე დატანილი შემოვლითი გზა ასევე ითავსებს მიკრობიოლოგური უჯრედის სტრუქტურების ფორმას, ერთმანეთთან აკავშირებს შიდა და გარე წრიულ ჩარჩოებს, ასახავს ადამიანის მიკროკოსმოსის არქიტექტურას, რომელიც სრულად არის ასახული ურბანულ გარემოში, რაც ქმნის სოციალური და ინდივიდუალური ქცევის მთელ სილამაზეს.
Cover by Nino Gavasheli: a scheme of seasonal temporary archaic settlements in Georgia/Abkhazia, with a circular crossroads as a major point where a city creates its rhythms, dynamics, and relationships. The roundabout on the cover incorporates a shape of microbiological cell structures, linking the internal and external circular frames to each other, reflecting the architecture of human microcosm fully reflected in urban environment that creates the whole beauty of social and individual behavior.